თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეები, პროფესორი ირმა ხარშილაძე და ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა-ს (USAID/Georgia) საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მრჩეველს, თიმ ბუნიევაცს და საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორს, მარიამ გობრონიძეს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორანტი მარიკა ტურავა და ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელი, სამართლის დოქტორანტი ირაკლი ლეონიძე.
შეხვედრაზე განიხილეს მრავალფუნქციური თანამშრომლობის პერსპექტივები: საჯარო ლექციების, საზაფხულო სკოლებისა და სასწავლო ინტერდისციპლინური კურსების მიმართულებით.